top of page
Search

მამაკაცური პრობლემები ორგაზმის დროს

Updated: Jan 31, 2021


ტკივილი ეაკულაციისას

ორგაზმის განცდამდე, ყოველი მამაკაცი განიცდის სხვადასხვა შეგრძნებებს, რომლებიც ძალიან ინდივიდუალურია. ორგაზმის can lead to expiration (an explosion-chemical reaction that occurs at the highest possible speed), which sometimes causes pain. This is normal and does not require specialist intervention. Also, pain during ejaculation can be caused by regular interruption of sexual intercourse, it is not only ineffective, but also causes disorders in the reproductive system. Men may not realize for a long time that they have a sexually transmitted infection. Diseases such as trichomoniasis, chlamydia, mycoplasma are common დროს გაძლიერებულმა შეგრძნებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ექსპლაზია (აფეთქება-ქიმიური რეაქცია, რომელიც ხდება მაქსიმალურად მაღალი სიჩქარით), რაც ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებას იწვევს. ეს ნორმალურია და არ საჭიროებს სპეციალისტის ჩარევას.

ასევე, ეაკულაციის დროს ტკივილის გამოწვევა შეუძლია, რეგულარულად შეწყვეტილ სქესობრივ აქტს, ის არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ იწვევს დარღვევებს რეპროდიქციულ სისტემაში.

მამაკაცები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიხვდნენ, რომ მათ აქვთ სქესობრივი ინფექცია. ხშირია ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ტრიხამონიაზი, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმა. სიმპტომები გამოიხატება: ქავილში, წვაში და უჩვეულო სახის გამონადენში.

ასევე, ეაკულაცის დროს ტკივილი შეიძლება იყოს პროსტატიტის ბრალი, ურეთრის ანთების ან ხანგრძლივად ანტიბიოტიკების მიღების გამოც. ამ სახის ტკივილის შეგრძნება, უნდა იყოს მიზეზი, უროლოგთან კონსულტაციისა. სპეციალისტი დაგეხმარებათ პრობლემის გარკვევაში და დანიშნავს ადეკვატურ მკურნალობას. ტკივილს გამოიწვევს, ჩუჩის შეწებებაც. მაგალითად, თუ მამაკაცმა დიდი ხანი არ გადაიწია ასოს თავზე ჩუჩა, მაშინ პირველი სექსი შეიძლება იყოს მტკივნეული მისთვის.

სისხლი სპერმაში

სპერმაში შეიძლება აღმოჩნდეს სისხლი, მუქი ლაქების ან წითელი ბოჭკოების სახით. მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი ორგაზმი, რომლის დროსაც წყდება წვრილი კაპილარები. იმ შემთხვევაში, თუ სპერმაში იშვიათადაა სისხლი, მაშინ კაპილარები თავად აღსდგება. ზოგჯერ, სპერმაში სისხლი ეშლებათ ქალის მენსტრუაციაში, რისი შემოწმებაც მხოლოდ მასტურბაციითაა შესაძლებელი.

თუ სპერმაში სისხლი გხვდებათ ზედიზედ რამდენჯერმე, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სათესლე ჯირკვლების ანთებით, რომელიც ვითარდება ქრონიკული პროსტატიტის შედეგად.

სისხლი სპერმაში შეიძლება იყოს არა მხოლოდ სათესლე ჯირკვლების ანთების მანიშნებელი, არამედ ასევე პროსტატის ჯირკვლისაც, სწორედ ეს ორგანოებია ჩართული ეაკულაციის გამომუშავებაში. ძალიან იშვიათად, სპერმაში სისხლი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ან პროსტატის კიბოს მიზეზი.

ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია – ეს არის მდგომარეობა, როდესაც თესლდანთხევა ხდება სქესობრივი აქტის დაწყებამდე ან ეგრევე მისი დაწყებიდან.

მიზეზები ნაადრევი ეაკულაციისა

მიზეზები შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურად.

ფიზიოლოგიური მიზეზები დაკავშირებულია მამაკაცის ჯანმრთელობის პრობლემებთან ან ორგანოების ფუნქციონირებასთან, მაგალითად: ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა ან ქრონიკული სათესლე ჯირკვლების ანთება.

ნაადრევი ეაკულაციისა და ასოს თვის გაზრდილი მგრძნობელობის განსაზღვრა ძალიან ადვილია. უნდა გამოიყენოთ საპოხი ანტისეპტიკი, რომელიც იყიდება სექსშოპში, აფთიაქში ან შეგიძლიათ გამოიწეროთ საიტებიდან. ასეთ საპოხ მაზებს იყენებენ სქესობრივი აქტის დაწყებამდე 10წუთით ადრე, ისმევენ უშუალოდ ასოს თავზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიდოკაინის აეროზოლი. ასევე მომატებული მგრძნობელობის სამკურნალოდ ეფექტურია წინადაცვეთა. რის შემდეგაც სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა იზრდება ორჯერ.

ფსიქოლოგიური მიზეზები დაკავშირებულია უმეტესდ წილად გადაჭარბებულად აღგზნებასთან, რაც ემართებათ ძირითადად ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც ახალი დაწყევული აქვთ სქესობრივი ცხოვრება. მაგრამ ასეთი რამე ემართებათ გამოცდილ მამაკაცებსაც, იმიტომ რომ ძლიერი აღგზნების წინ შფოთვა მკვეთრად იზრდება, რასაც მიყავს მამაკაცი სწრაფ ორგაზმამდე.

სხვა ვარიანტი – ეს არის სექსის შიში. მაგალითად, როდესაც სექსის პროცესი მიმდინარეობს რამე უჩვეულო, უცხო გარემოში. ასეთ სიტუაციაში მამაკაცი ცდილობს ჩქარა დაასრულოს სქესობრივი აქტი. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ემართებათ ძირითადად ახალგაზრდებს.

ყველა ფსიქოლოგიური მიზეზი, ხშირად თავისით გვარდება, სქესობრივი ცხოვრებისა და მამაკაცის ასაკის მატებასთან ერთად.




21 views0 comments

Opmerkingen


bottom of page