კონფიდენციალურობა!!!
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ!!! Pink Shop ზრუნავს თავისი ვიზიტორებისა და მომხმარებლების კონფიდენციალურობაზე. ეს კონფიდენციალურობის დებულება ვრცელდება ჩვენს ყველა მომხმარებელზე!!! არარეგისტრირებული ვიზიტორების, რეგისტრირებული მომხმარებლებისა და პრემიუმ მომხმარებლების ჩათვლით.
ჩვენს სერვისებზე წვდომამდე ან გამოყენებამდე, გთხოვთ, წაიკითხოთ ეს წესები და დარწმუნდეთ, რომ კარგად გესმით ჩვენი პრაქტიკა თქვენს პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით. თუ გაქვთ სხვა შეკითხვები კონფიდენციალობასთან დაკავშირებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ,მითითებულ ბმულზე. pinkshopgeorgia@gmail.com
მომსახურების პირობები
თუ თქვენ შემოხვალთ ვებ გვერდზე და შეუკვეთავთ პროდუქტს ,თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიას.ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ. ვებ-გვერდზე განთავსებულია ათასობით დასახელების პროდუქცია და არის შესაძლებლობა მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, მოხდეს შეცდომით ფასის, სურათის, აღწერილობის საიტზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს ადამიანური შეცდომის გამო. მსგავსი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს დაუყოვნებელი შეცდომის კორექტირება, იმ შემთხვევაშიც როცა მომხმარებელს აქვს საფასური გადახდილი. ამ შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა საშუალება გააუქმოს შეკვეთა და დაიბრუნოს თანხა უკლებლივ (სრულად) ან მოახდინოს შეკვეთის კორექტირება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს საწყობებში დაფიქსირდება პროდუქტის წყვეტა და მომხმარებელს საფასური უკვე აქვს გადახდილი, მოხდება ამ საფასურის სრული ანაზღაურება კომპანიის მიერ. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე შეკვეთა ან პროდუქტი ვერ მოგაწოდეთ, ჩვენ
ანგარიშსწორება
შეკვეთის განხორციელებისას ანგარიშსწორება შესაძლებელია საკრედიტო ბარათების საშუალებით. საკრედიტო ბარათების საშუალებით შეკვეთის გადახდა ხორციელდება ინტერნეტით. მისი გაფორმებისას, დამატებითი საკომისიო არ არის გადასახდელი. გადახდისთვის მიიღება ნებისმიერი ბანკის Visa და Master Card ბარათები. გადახდა ხორციელდება უსაფრთხო გადახდების სისტემით.
შეკვეთა
შეკვეთის განხორციელება ხდება ონლაინ მაღაზიის საშუალებით. შეკვეთა შესრულება დაიწყება მხოლოდ ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემდეგ. როდესაც განახორციელებთ შეკვეთას, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს იმეილის საშუალებით. ფასები საიტზე მოცემულია ლარებში დღგ-ს ჩათვლით.
უსაფრთხოება და კონფიდენციალობა
სისტემაში რეგისტრაციის დროს, აგრეთვე შეკვეთის გაფორმებისას მითითებული ყველა ინფორმაცია და მონაცემი
საიმედოდ არის დაცული ჩვენი სისტემის მიერ და არასდროს განხორციელდება თქვენი თანხმობის გარეშე
მათი გაზიარება ან სხვა მიზნით გამოყენება. ჩვენი მაღაზიის სისტემა არ ინახავს არანაირ ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ბარათების ინფორმაციას.
პროდუქციის მიწოდება
შეკვეთის ადგილზე მიტანა განხორციელდება თანხის სრულად დაფარვის შემდგომ. თბილისის ნებისმიერ ადგილას მიწოდება განხორციელდება ადრესატის მისამართზე 2 სამუშაო დღის მანძილზე.შეკვეთები ხორციელდება როგორც თბილისში ასევე მთელს საქართველოს ტერიტორიაზე.
მიწოდება
შეკვეთის ადრესატის მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებში.
თანხისა და პროდუქტის დაბრუნება
თქვენ გაქვთ 10 კალენდარული დღე პროდუქტის მიღებიდან მის დასაბრუნებლად. გაითვალისწინეთ რომ იგი უნდა იყოს ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღეთ. დაზიანებების გარეშე და ორიგინალ შეფუთვაში. ასევე უნდა გქონდეს შესყიდვის დამადასტურებელი კვიტანცია.
როგორც კი ჩვენ მივიღებთ პროდუქტს, გაცნობებთ დადასტურებული იქნება თუ არა თქვენი დაბრუნების მოთხოვნა და 1-2 დღის განმავლობაში მიიღებთ თუ არა თანხას.
გადაზიდვის ინფორმაცია
უფასო მიწოდება შესაძლებელია: 5 ან მეტი (პაკეტი / კაფსულა) შეკვეთის შემთხვევაში.
5-ზე ნაკლები შეკვეთის შემთხვევაში, იხდით კურიერის მომსახურების საფასურს
შეკვეთის მიწოდების დრო: ყველა შეკვეთა, როგორც წესი, იგზავნება გადახდიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანი:
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ Pink Shop Georgia არ ამზადებს ამ პროდუქციას და ჩვენ გვაქვს ამერიკიდან ჩამოტანილი საქონელი. ყველა წამალს აქვს თავისი მოქმედება და რადგან ყველა წამალი ინდივიდუალურია, გთხოვთ სრული დოზის მიღებამდე სცადოთ მეოთხედის გასინჯვა და დაკვირვება, გექნებათ თუ არა რომელიმე გვერდითი მოვლენა.